უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 5-ჯერ დაარღვიეს.
ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა. ერთ-ერთ ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აქვს მიყენებული.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
ბოლო კვირების გამავლობაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ვითარება დაიძაბა. სეპარატისტულ დონბასში რუსეთის აქტიურობით რამდენიჯერმე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაღუპული და დაშავებულია 10-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. დაჭრილია 15-მდე სამხედრო მოსამსახურე.
10 აპრილს უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული საგანგაშო ვითარების გამო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა. უკრაინის ხელისუფლება, შიშობს, რომ აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს სერიოზული სამხედრო პროვოკაციას გეგმავს. უკრაინამ მარტის ბოლოს საერთაშორისო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის საზღვართან და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის დიდი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ.
ეუთოს სხდომის დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რა ძალას მოუყარა თავი რუსეთმა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში დროებით ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სწორედ მშფოთვარე დონბასის მახლობლად.
დიდი შვიდეულის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ, უკრაინაში დესტაბილიზაცია შეწყვიტოს