პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპს დღეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ.

ცერემონიალს მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება, ძირითადად, სამეფო ოჯახის წევრები. სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

ცერემონიალი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.