უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ვასილ პოკოტილო, უკრაინის კონსულის დაკავების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ჩვენ არ ვიღებთ წარდგენილ ბრალდებებს. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაცია", - თქვა მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, პეტერბურგში უკრაინელი დიპლომატი, ოლექსანდერ სოსონიუკი, დააკავეს. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის განცხადებით, ის დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.