რუსეთმა უკრაინის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 5 დღიანი ვადა მისცა

რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში დაკავებული უკრაინის კონსული ალექსანდრ სოსანიუკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად ვადა 22 აპრილამდე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის კონსული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დღეს, რამდენიმე საათით დააკავა.

უწყების განცხადებით, ის დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.