მიხეილ სააკაშვილი: როცა  ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს

"მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შეთანხმებას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

“ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, ძალიან შორსაა იმისგან, რაც კრიზისს ბოლომდე გადაწყვეტდა, მაგრამ იქ 2 მთავარი რამაა: ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა! ეს უპირობოდ უნდა მოხდეს.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, ისე როგორც მას სურს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მთავარი მეორე პუნქტი - შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა „ქართული ოცნების“ ივანიშვილის ხელისუფლებისგან ჩამოშორების თაობაზე“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, შეთანხმების თანახმად 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაგეგმილ რეფერენდუმზე, ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და მისი მხარდამჭერების გვერდით დადგება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია თანაგუნდელებს მოუწოდებს გირაოს გადახდას და ამნისტიას არ დასთანხდნენ. ის უარს ამბობს ასეთი ფორმით გათავისუფლებაზე და მხოლოდ უპირობოდ გათავისუფლებას დასთანხდება.

ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელიას ამნისტია, მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ მოხდებ

თუ ნიკა მელია გირაოთი ან ამნისტიით გათავისუფლდება, ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს - ლევან ხაბეიშვილი