ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისგან გაძევებული ჩეხი დიპლომატების დაბრუნება მოითხოვა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა რუსეთის ელჩს რუსეთიდან გაძევებული ჩეხი დიპლომატების უკან დაბრუნება მოსთხოვა.

ჩეხეთმა რუსეთს მოსთხოვა, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება ქვეყნიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევების შესახებ.

"რუსეთში ჩეხეთის საელჩოს ყველა გაძევებული დიპლომატი მოსკოვში უნდა დააბრუნონ. რუსეთმა გადაწყვეტილება 22 აპრილის 12:00 საათამდე უნდა მიიღოს. თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს დიპლომატების რაოდენობას პარიტეტულ დონეზე შევამცირებთ. რუსეთიდან ოცი ჩეხი დიპლომატის გაძევებამ საელჩოს მუშაობის პარალიზება მოახდინა", - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თუ 22 აპრილისთვის რუსეთი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, პრაღა გააძევებს ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების იმ რაოდენობას, რომ მათი რიცხვი არ აღემატებოდეს მოსკოვში დარჩენილი ჩეხი დიპლომატების რაოდენობას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.