„შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციის შეკავების საყოველთაო სტრატეგია სჭირდება“, - ამის შესახებ სტატიას ატლანტიკური საბჭოს არარეზიდენტი წევრი, კიბერსაკითხების სპეციალისტი, ჯასტინ შერმენი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დეზინფორმაციის პრობლების დაძლევაზე უნდა ფოკუსირდეს.
„„მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საჯარო სტრატეგია, რომლის მთავარი კომპონენტია შეკავება. ასეთ სტრატეგიაში ხაზი უნდა გაესვას სასჯელს, როგორც შეკავების ზომას, სადაც მთავრობამ უნდა შეასრულოს აქტიური როლი, დეზინფორმაციის შეკავების კიდევ ერთი ბერკეტი კონკრეტული ფაქტების უარყოფა უნდა იყოს და ეს საკითხი მთავრობამ კერძო სექტორთან უნდა გაიაროს. ინფორმაციის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპია მონაცემთა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვა. „კიბერ კონფლიქტის“ მომავლისთვის ამ სამი ელემენტის დაცვა საკმარისი არ არის. რაღაც სიმართლის დეზინფორმაციად აღქმის პრობლემას კიბერ კონფლიქტისა და ამერიკული დემოკრატიის მომავლის შესახებ „კრიტიკულ გაკვეთილამდე“ მივყავართ. დემოკრატიული პროცესების ეფექტურობის უსაფრთხოების საკითხს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მედია მოქალაქეები, ერთმანეთის მოწინააღმდეგეები და თუნდაც საჯარო მოხელეები ვაჭრობენ დეზინფორმაციით ისე, რომ საზოგადოების ნდობას მთლიანად ძირს უთხრიან.
ეს ცხადი გახდა, როდესაც შეიარაღებული აჯანყებულები ტერორისტული მრისხანებით შეიჭრნენ ამერიკული დემოკრატიის ადგილას, ტყუილით, რომ არჩევნების შედეგები ყალბი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტების მოწყვლადობა ასე აშკარა არ იყო ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კომპიუტერული ქსელების „დაჰაკვასთან“.
პროპაგანდა დიდი ხანია წარმოადგენს იარაღს, რომელსაც იყენებენ მთავრობები როგორც დემოკრატიული, ასევე ავტორიტარული, ომის დროს და კამპანიებში; შეერთებული შტატები არ არის გამონაკლისი. ინტერნეტის მიერ მოწოდებული მასშტაბი და შესაძლებლობები მასობრივი შეტყობინებების და სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბების უპრეცედენტო დონეს აღწევს.
ავტორიტარული მთავრობები, განსაკუთრებით ჩინეთისა და რუსეთის მთავრობები, მილიონობით ან თუნდაც მილიარდობით დოლარს ხარჯავენ დეზინფორმაციული კამპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ზოგჯერ განსხვავებული მიზნები და ტაქტიკა აქვთ, ორივე მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.
ეს საყოველთაოდ ცნობილია, განსაკუთრებით კრემლის მხრიდან აშშ-სა და ევროპის არჩევნების წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის შემდეგ, ასევე, ჩინეთის მთავრობის დეზინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის შესახებ.
შეერთებული შტატების წინააღმდეგ რუსული ოპერაციები იმის მაგალითია, როგორ შეუძლიათ მოწინააღმდეგეებს ინფორმაციით მანიპულაციის შერწყმა კიბერ ოპერაციებთა“, - წერს კიბერსაკითხების სპეციალისტი.
დეზინფორმაციის შეკავების სტრატეგიის საჭიროებაზე Europetime-თან ინტერვიუში „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორმა გერმანიის მარშალის ფონდში ლორა თორნტონმა ისაუბრა.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.