სენატორი რიში: ბევრი სამუშაო დარჩენილი იმისთვის, რომ  პოლიტიკური ნდობა აღდგეს და საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს

"ბევრი სამუშაო დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა აღდგეს და საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს", - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა.

"საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და გამბედაობისთვის, რადგან ისინი კომპრომისისთვის მუშაობდნენ ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაო დარჩენილი, იმისთვის რომ პოლიტიკური ნდობა აღდგეს და საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს", - განაცხადა სენატორმა რიშმა.

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.