საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, „ქართულ ოცნებას“ 54,72 % აქვს. „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23,61 %. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3,99%;ლელო - მამუკა ხაზარაძე - 2,66%;
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3,34%;გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 2,46%; „გირჩი“ - 1,91%; შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0,92%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 0,73%;მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 0,93%.
ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.