მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სულ 12 კანდიდატი იბრძვის. მედიის ინფორმაციით, მათ შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მოქმედ პრეზიდენტ იგორ დიდონსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს აქვთ. ბოლო კვლევების მიხედვით, იგორ დიდონს ამომრჩეველთა 20% უჭერს მხარს, მაია სანდუს კი 18%.
მოლდოვას კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმათა 50%-ზე მეტს მოიპოვებს. იმ შემთხვევაში თუ ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.