ანა ფოტიგა: გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას გათავისუფლებას. მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ვიზიტს ელის. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. ანა ფოტიგას გვერდზე ტექსტი ქართულად გამოქვეყნდა.

„გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას“, - წერს ევროპარლამენტარი.

გიორგი რურუა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.