გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტმა საქართველოს 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაუზარდა საექსპორტო დაფინანსება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვენდი მორტონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „ეს დამატებითი დახმარება ქართულ კომპანიებს ახალი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება და მათ ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შეუქმნის“ - წერს ვენდი მორტონი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტს "ტვიტერის" გვერდზე მადლობა გადაუხადა. მისი თქმით ეს დახმარება საქართველოში ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.
„უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო დეპარტამენტის ძალისხმევას დაეხმაროს ქართულ კომპანიებს წარმატების მიღწევასა და თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზებაში“ - წერს დავით ზალკალიანი.