„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგმა“, მივესალმები მის სიმამაცესა და ლიდერობას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი twitter-ზე წერს.
„ნიკა რურუას შეწყალებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგმა. მივესალმები მის სიმამაცესა და ლიდერობას. სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმაც უნდა შეიტანონ წვლილი და მიჰყვნენ/შეუერთდნენ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას. საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
გიორგი რურუა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.