საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ კომენდანტის საათის შესაძლო გაუქმების საკითხი წამოწია. მან პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მისულ ჯანდაცვის მინისტრის ჰკითხა, შეგვიძლია თუ არა, რომ კომენდანტის საათი გადავწიოთ, ან საერთოდ გავაუქმოთ?
„რამდენად ეფექტიანად მუშაობს „კომენდანტის საათი“ და შეგვიძლია თუ არა გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ? გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით, იმ დროს, როცა „კომენდანტის საათი“ იწყება, მოსახლეობის ურავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების გავრცელების სერიოზულ რისკებს ქმნის“, - მიმართა მან ეკატერინე ტიკარაძეს.
მინისტრს ჯერ კითხვებზე პასუხების გაცემა არ დაუწყია.