"პუტინთან შესახვედრად ვატიკანი იდეალური ადგილია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინასა და რუსეთს დიდი ხნის განმავლობაში არანაირი პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს. ამიტომ, მეჩვენება, რომ შეხვედრა, დასაწყისისთვის, უნდა ჩატარდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მშვიდობასა და დიალოგს განასახიერებს...
ვატიკანი ნამდვილად იდეალური ადგილია მშვიდობის შესახებ დიალოგისთვის.ვატიკანი არის გლობალური მორალური ავტორიტეტი, რომელიც შუამავლის როლს ყოველთვის ეფექტურად ასრულებს, რადგან მიუკერძოებელია და კონფლიქტის მონაწილეებში ნდობას იწვევს. ამ მიზეზით, ისტორიაში სამოციქულო დედაქალაქს ხშირად მიმართავდნენ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობიანი მომავლის განვითარების მიზნით.
რომის პაპი თავისი მოწოდებით მშვიდობის წინასწარმეტყველია.
ვატიკანი განსხვავდება სხვა მსოფლიო მოთამაშეებისგან: ის რჩება მხოლოდ მორალურ ძალად და ყოველთვის მოქმედებს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გარეშე.
რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი ნდობას უნდა იწვევდეს ორივე მხარეში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა შედგება