ეკატერინე ტიკარაძე: მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, თარიღები ზუსტდება

„მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, თარიღები ზუსტდება, როდესაც ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების დროს.

„გამომდინარე იქედან, რომ პროცესი სწორად იყო ნამართი ყველა კომპონენტში, დამატებითი მოლაპარაკებები გვეწარმოებინა მწარმოებელთან და დღეს ვართ შედეგების მოლოდინში და „გაჟღერებული“ მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როდესაც ეს ვაქცინა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა მინისტრმა.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.