ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ გვქონდეს მუდმივი ლოკდაუნი

„მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ გვქონდეს მუდმივი ლოკდაუნი, რომელიც შეიძლება გამოსავალი არ იყოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების დროს.

მთელი მსოფლიოსთვის ეს დღემდე დილემად და რთულ გამოწვევად რჩება და ვერ იპოვეს ოქროს შუალედი, როდესაც ქვეყნები შეძლებდნენ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას და პარალელურად, მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრმა ქვეყანმა მიმართა მკაცრ ღონისძიებებს და თვეებია, ლოკდაუნის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ თავიანთ მოქალაქეებს შესთავაზონ დანამატები და შეინარჩუნონ ეს ლოკდაუნი.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი დახმარება განვახორციელეთ, ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ვიპოვოთ, ოქროს შუალედი და არ გვქონდეს მუდმივი ლოკდაუნი, რომელიც შეიძლება გამოსავალი არ იყოს, ვინაიდან ამის პრაქტიკასაც ვაკვირდებით ბევრი ქვეყნის მაგალითზე, მათ აქვთ ლოკდაუნი, მაგრამ ამის მიუხედავად, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.

რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი არ არის, რომ ლოკდაუნი იყოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის და მოქალაქეების აქტიური ჩართულობა იმაში, რომ რეკომენდაციები იქნას დაცული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.