ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზები საქართველოში ზაფხულში ჩამოვა. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა.
"რაც შეეხება Pfizer-ს, აქ არის გარკვეული გაუთქმელობის ხელშეკრულება, თუმცა მე შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ეს იქნება ზაფხულში", – განაცხადა მინისტრმა.
მანამდე დეპუტატმა ლევან იოსელინმა ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა, დაესახელებინა კონკრეტული ვადები, თუ როდის შემოვიდოდა ქვეყანაში Pfizer-ის ერთი მილიონი ვაქცინა. თუმცა ტიკარაძეს პასუხში არ დაუკონკრეტებია მილიონიდან რამდენი დოზა შემოვა საწყის ეტაპზე.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ "მილიონი დოზა Pfizer-ი სიზმარი აღარ არის", თარიღები ზუსტდება .