პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის დაკონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის,ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

წინა თვეების მონაცემები:

იანვარში - მინუს 11.5%;

თებერვალში - მინუს 5.1%;

მარტში - ზრდა 4%

ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%.

საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება - აზიის განვითარების ბანკი.

საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა.