თამარ გაბუნია: თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით ვიმსჯელებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,სინოვაკის თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით გვაქვს სინოვაკის გამოყენება - ასეთი გადაწყვეტილებაა საბჭოს მიერ მიღებული. ჯანმოს მიერ მაისის დასაწყისია სინოვაკის ავტორიზაციის თარიღად დასახელებული. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით იმსჯელებს საბჭო მის გამოყენებაზე. ფართოდ იყენებს თურქეთი, ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანი, ასევე უკრაინა. კეთილსაიმედო შედეგებია სინოვაკის და, რაც მთავარია, სიკვდილობის და მძიმე შემთხვევების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს", - განაცხადა გაბუნიამ.