გახდება თუ არა საჭირო Moderna-ს ვაქცინით აცრისას 3 დოზის მიღება აუცილებელი - კომპანიის პრეზიდენტის განმარტება

Pfizer-ის შემდეგ, კიდევ ერთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კომპანიის Moderna-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 9-12 თვეში მესამე დოზის მიღება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ვფიქრობ, რომ სრულად ვაქცინაციიდან დაახლოებით 9-12 თვე ის პერიოდია, როდესაც იმუნიტეტის გამაძლიერებელი დოზა, სავარაუდოდ, საჭირო გახდება. ადამიანები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ მაშინ, როდესაც ინფიცირების რისკი მართლაც მაღალია“, - აღნიშნა Moderna-ს პრეზიდენტმა.

სტივენ ჰოუგმა იმედი გამოთქვა, რომ გამაძლიერებელი დოზა საჭირო არ იქნება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ.

„ჩემი აზრით, ყველას გვეშინია ზამთრის ეპიდემიის, როდესაც რესპირატორული ვირუსები მძვინვარებს. შემოდგომაზე გამაძლიერებელი დოზის მიცემა სწორი იქნება“, - განაცხადა მან.