თურქეთის მარეგულირებელმა რუსული ვაქვინა "Sputnik V" საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

თურქეთის მარეგულირებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქვინა "Sputnik V" საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინით სარგებლობა თურქეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს მხრიდან დადებითი შეფასების შედეგად გადაწყდა.

ცნობისთვის, თურქეთი რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის 50 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზებს მაისში მიიღებენ.