ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა სადირ ჯაფაროვმა და ემოლი რაჰმონმა საზღვარზე შექმნილი ვითარება და სიტუაციის სწრაფად დეესაკალაციის ღონისძიებები განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სადირ ჯაფაროვმა ხაზი გაუსვა, რომ ყირგიზეთის მხარე მტკიცედ გადაწყვეტს სახელმწიფოთაშორისი საკითხების მოგვარებას დიალოგის გზით და სტაბილური ვითარების შენარჩუნებას ყირგიზულ-ტაჯიკურ სახელმწიფო საზღვარზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გაგრძელდება პროგრესულად და ნაყოფიერად, ყირგიზ და ტაჯიკურ ხალხებს შორის ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდება და პირისპირ შეხვედრა გაიმართება დუშანბეში, მიმდინარე წლის მაისის მეორე ნახევარში.

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა