სასოლი რუსეთის გადაეყვეტილებაზე: მე და ევროპარლამენტს ვერანაირი სანქცია და დაშინება ვერ შეგვაჩერებს

მე და ევროპარლამენტს ვერანაირი სანქცია და დაშინება ვერ შეგვაჩერებს, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი რუსეთის გადაწყვეტილებას, არ შეუშვას ქვეყანაში ის და კიდევ 7 პირი.

" არ მივესალმები კრემლის გადაწყვეტილებას. მეტის მოლოდინი მქონდა.

მე და ევროპარლამენტს ვერანაირი სანქცია და დაშინება ვერ შეგვაჩერებს, დავიცვათ ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია. მუქარა არ გაგვაჩუმებს. როგორც ტოლსტოიმ დაწერა, არ არსებობს სიდიადე, სადაც არ არის სიმართლე“, - დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს და კიდევ 7 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.