ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მერონის მთაზე დაშავებულებისთვის სისხლი ჩააბარა. ამის ამსახველი ფოტო პრემიერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"დიდი მადლობა ისრაელის მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს სისხლი ჩააბარეს. ასეთ დროს ჩვენი ხალხი ერთიანდება. ისრაელის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს დაშავებულთა ოჯახებს", - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.