Reuters-ი: გაფრთხილების მიუხედავად, ინდოეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი შეზღუდვები არ დააწესა

ინდოეთის მთავრობის მიერ შექმნილმა სამეცნიერო მრჩეველთა ფორუმმა ინდოეთის ოფიციალური პირები ქვეყანაში კორონავირუსის ახალი და უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელების შესახებ მარტის დასაწყისში გააფრთხილა, - განუცხადა Reuters-ს ფორუმის მონაწილე ხუთმა მეცნიერმა.

მეცნიერების თქმით, ინდოეთის მთავრობამ უგულებელყო გაფრთხილებები.

როგორც ოთხმა მეცნიერმა განაცხადა, გაფრთხილების მიუხედავად, ფედერალური მთავრობა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად არ ცდილობდა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. მილიონობით, ძირითადად ნიღბიანი, ადამინი დაესწრო რელიგიურ ფესტივალებსა და პოლიტიკურ მიტინგებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და ოპოზიცურმა პარტიებმა გამართეს.

ამასთანავე, ათიათასობით ფერმერი შეიკრიბა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ცვლილება გააპროტესტა.

ინდოეთში Covid-19-ის შემთხვევის მაჩვენებლებმა გლობალურ მაჩვენებლებს მიაღწია, საავადმყოფოებში საწოლების, მედიკამენტების, ვენტილატორების და ჟანგბადის აპარატის მარაგები ამოიწურა. ათასობით ადამიანი გარდაიცვალა დამანგრეველი მეორე ტალღის ფონზე, რომელიც გასულ თვეს დაიწყო.

მედია წერს, რომ ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ახლა მსოფლიოს ცხელი წერტილია. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოთქვა დახმარების სურვილი და ინდოეთს AstraZeneca– ს მილიონობით ვაქცინის დოზას მიაწვდის. ჟანგბადის აპარატები კი ქვეყანას დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა.

.კრე­მა­ტო­რი­უ­მებ­ში ად­გი­ლის არარსებობის გამო, კრე­მა­ცი­ა სპეციალურად მო­წყო­ბილ ად­გი­ლებში ხდება.

ინდოეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

მედია: ინდოეთში საავადმყოფოებმა მკურნალობისთვის საჭირო რესურსი ამოწურეს. ათასობით ადამიანი იღუპება