„პანდემიის და მიგრანტთა კრიზისები ევროკავშირში პრესის თავისუფლების ხარისხს ასუსტებს“, - მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მედიის თავისუფლება ევროკავშირში ინტენსიური კონტროლის ქვეშ მოექცა, მათ შორის ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობით, პანდემიისა და მიგრანტთა კრიზისების გაშუქების დროს.
2021 წლის მონაცემებით, ჟურნალისტიკა სრულად ან ნაწილობრივ დაბლოკილია 180 ქვეყნიდან 73%-ში.
ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის ცნობით, პანდემიის დროს ინფორმაციის თავისუფლების საფრთხეები დაფიქსირდა ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, იტალიაში, კოსოვოში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინასა და დიდი ბრიტანეთი.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპარლამენტი იმსჯელებს პრესის მდგომარეობაზე ევროკავშირში. ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“გენერალური მდივანი კრისტოფ დელუარი ორგანიზაციის წლიური ანგარიშის წარსადგენად მიიწვიეს.
„ჟურნალისტიკა დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საუკეთესო ვაქცინაა. სამწუხაროდ, მისი წარმოება და გავრცელება ძალიან ხშირად იბლოკება პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ზოგჯერ კულტურული ფაქტორებითაც კი“, - განაცხადა დელუარმა.
ბოლო მოხსენებაში, რომელიც ხელს უწყობს ჟურნალისტიკის დაცვას და ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ევროსაბჭო ითხოვს „რეალურ მოქმედებას ევროპაში მედიის თავისუფლებისთვის. მოხსენებაში აღწერილია გაზრდილი ფიზიკური თავდასხმების, ჟურნალისტების შევიწროების და დაშინების, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საზიანოდ მედიის ხელში ჩაგდების შესახებ. მედიის თავისუფლების პრობლემები ევროკავშირში მედიის თავისუფლების ლიდერები - ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ინდექსის სამეულში არიან, კვლავ წარმოადგენენ ევროპას, როგორც პრესის თავისუფლების სიმბოლოს.
მიუხედავად ამისა, ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი (92-ე), საბერძნეთი (70-ე) და პოლონეთი (64-ეჭვქვეშ აყენებენ ბლოკის იდეალებს, პრესის თავისუფლებას და მედიის პლურალიზმის შესახებ. საბერძნეთში ჟურნალისტებს ავიწროებდნენ ან აყენებდნენ შეურაცხყოფას, რომლის საშუალებითაც პორტებსა და მიგრანტთა ბანაკებში ინტერვიუები იბლოკებოდა. წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ნილს მელცერმა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ასანჟის საქმის წარმოებას „მკვლელობის სისტემა" უწოდა, რომელიც სწორედ „ჩვენს თვალწინ" იქმნება.
რაც შეეხება გერმანიას, მისი მაჩვენებელი „კარგი კლასიფიკაციიდან“ ორი პუნქტით დაეცა და ინდექსში მე -13 ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში მედიის პლურალიზმი განიცდის „ნელ, მაგრამ სტაბილურ ეროზიას” ეკონომიკური მიზეზების გამო, განსაკუთრებით ადგილობრივი გაზეთების მხრივ. ევროსაბჭოს რეკომენდაციით, ჟურნალისტების უფლებები არ უნდა შეიზღუდოს საგანგენო ზომების მიღების საბაბით.
მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლება საქართველოში მცირედით გაუარესდა, თუმცა ქვეყნის პოზიცია პრესის თავისუფლების ინდექსში უცვლელი დარჩა. კვლევის თანახმად, საქართველოს 180 ქვეყანას შორის, 28.64 ქულით მე-60 ადგილი უკავია და შედეგად ქვეყნის მედიაგარემო „პლურალისტურია, თუმცა ჯერჯერობით დამოუკიდებელი არ არის“. გასულ წელს საქართველოს 28.59 ქულა, ხოლო 2019 წელს 28.98 ქულა ჰქონდა.
„ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფენ პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები“, - განაცხადა დღეს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტიც არის, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით:
„მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.
ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“.