ელჩი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეებს სთხოვს, ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, სახლში დარჩნენ

ავსტრიაში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილი Facebook-ზე წერს.

„ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩით სახლში. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე:+43676 3259839“, - წერს ქეთევან ციხელაშვილი.

ელჩის ამ მოწოდებას ავსტრიის დედაქალაქში სროლა უძღოდა წინ, რასაც წინასწარი ინფორმაციით, 7 ადამიანი ემსხვერპლა. ავსტრიის შს სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. BBC-ის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, არიან გარდაცვლილებიც.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.