"ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ემყარება", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით აზერბაიჯანში. მოხარული ვარ თქვენი ნახვით. დარწმუნებული ვარ, ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძმურ ურთიერთობებს. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ემყარება.
ვფიქრობ, ეს შესანიშნავი საფუძველია ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ძალიან დიდ დინამიკას აჩვენებს და ბევრს სფეროს მოიცავს.
ბედნიერი ვარ, რომ გვესტუმრეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას. მე ვიცი, რომ თქვენ ახლახანს გქონდათ კორონავირუსი. მოხარული ვარ, რომ თქვენ მთლიანად გამოჯანმრთელდით. ეს იყო აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტის ცოტა დაგვიანების მიზეზი", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველს პრემიერ-მინისტრი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.
დღესვე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.