ლატვიის პარლამენტმა 58 ხმით სომეხთა გენოციდის აღიარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი ავრცელებს.
„ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მაცნობა. მადლობას ვუხდი ჩემს ლატვიელ მეგობრებს. ჩვენმა ბრძოლამ, რომელიც 2015 წელს დაიწყო, შედეგი გამოიღო“,- დაწერა შარმაზანოვმა.
ცნობისთვის, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულვებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება.
ამავე თემაზე: იქნება თუ არა ადამიანის უფლებები თურქეთთან ბაიდენის ურთიერთობებში წამყვანი საკითხი