Twitter-მა დონალდ ტრამპის ახალ ვებგვერდთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ანგარიშები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებების გასაზიარებლად იყო შექმნილი.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას დაბლოკილი ანგარიშის უკან. დონალდ ტრამპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში ექსპრეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ არ შექმნილა.
დონალდ ტრამპის პირადი ანგარიში Twitter-მა რამდენიმე თვის წინ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელების მხარდაჭერის გამო სამუდამოდ დაბლოკა.