ჯანმომ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

დამტკიცების საფუძველზე Sinopharm-ის ვაქცინა შედის Covax-ის პლატფორმაში, რომელიც მიზნად ისახავს ვაქცინების სამართლიან განაწილებას მთელ მსოფლიოში.

ცნობისთვის, Sinopharm-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო მეექვსე ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

Sinopharm-ის ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, Sinopharm-ით ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს.