ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციის ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სასამართლოს დღევანდელ პროცესს თავად მელია არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომებიდან გაძევებული იყო.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა, პროკურატურამ კი აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ, 9 მაისს მიმართა.