ერთის მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბუხუსევის შეგრძენებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული. ამ განმარტებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ავრცელებს.
მისივე თანახმად, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში და ის წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკფაქტორს.
ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას ხშირად ეკითხებიან, როდის შეიძლება დალევა ვაქცინაციის შემდეგ. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლური სასმლის მიღება რეკომენდებული არ არის.