ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს უმკაცრესად უპასუხებს

ისრაელი ღაზის სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს უმკაცრესად უპასუხებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"ისრაელი დიდი ძალით უპასუხებს ამას. ჩვენ არ შევეგუებით თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ჯარისკაცებზე", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მან მოძრაობა "ჰამასი" იერუსალიმზე იერიშის გამო, "წითელი ხაზის გადაკვეთაში" დაადანაშაულა.

"ვინც თავს დაგვესხმება ჩვენ, დიდ საფასურს გადაიხდის", - თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება "გარკვეული დროით გაგრძელდეს".

შეტაკებების პარალელურად, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს .