ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანა უკვე პიკურ პერიოდშია.
"კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 500-დან 2 000-მდე მერყეობს. გარკვეულწილად, კარგია ის, რომ არ არის მაჩვენებლის ნახტომისებური მატება. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება", - განაცხადა გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 788 ადამიანს დაუდასტურდა, 1 251 გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 ინფიცირებული გარდაიცვალა.