საქართველოს ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს - მიხაელ ზიბერტი

საქართველოს ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, გერმანია საქართველოსგან არჩევნების მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ელოდება.

„საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იქნება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით უნდა გამოსწორდეს,“ – წერს გერმანელი დიპლომატი.