ისრაელის ქალაქ აშკელონში სარაკეტო იერიშის დროს ათობით ადამიანი დაიჭრა

ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქ აშკელონში მინიმუმ 20 ადამიანი დაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ცნობილია, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას კი ისრაელის პრემიერმინისტრის სპიკერი, ოფირ გენდელმანი Twitter-ში ავრცელებს.