აშშ-ის პრეზედენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზას მხრიდან სარაკეტო შეტევების შესახებ, ტელეფონით ესაუბრა.
"მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ეს უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე გვიან. ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას, როდესაც მის ტერიტორიაზე ათასობით რაკეტა დაფრინავს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა "მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ამერიკამ მხარი დაუჭირა ისრაელის თავდაცვის უფლებას".
როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერ მინისტრს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ბლინკენის თქმით, "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება"