თელ-ავივის მიმართულებით Wizz Air–მა ავიარეისები დროებით გააუქმა

Reuters-ის ინფორმაციით, Wizz Air–მა თელ-ავივის მიმართულებით დღეს და ხვალ დაგეგმილი ყველა რეისი გააუქმა.

როგორც გამოცემა წერს, დღეს რეისები გაუქმნდა აბუ–დაბიდან, კვიპროსის ლარნაკადან და ვარნადან.

ცნობისთვის, ისრაელში მიმდინარე პროცესების გამო, რამდენიმე ავიაკომპანიამ ფრენები დროებით შეაჩერა.