ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ჩეხეთის პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია Twitter-ში ავრცელებს.
„ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის გადაწყვეტილებით, ისრაელის სახელმწიფოს დროშა პრეზიდენტის სასახლეში აღიმართა, როგორც ისრაელის ცალსახა მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულება“, - ნათქვამია ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის შენობის თავზე ისრაელის დროშა ავსტრიამაც აღმართა.