ირაკლი ღარიბაშვილი: ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ

„ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში და მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ტურისტების შემოდინებას. ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის საათი არის შემაწუხებელი, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები