აპრილში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა

აპრილში ფულადი გზავნილები 145%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მიხედვით უმსხვილეს დონორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც გასულ თვეში საქართველოში 32.35 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.