სებასტიან მოლინეუსი: მოხარული ვარ პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაა

მოხარული ვარ აქ ყოფნით და ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

„ეს პროექტი არის დახმარების დიდი პაკეტის ნაწილი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს აწვდის პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, მეორე - მთავრობის დასახმარებლად პროექტების განხორციელების მიზნით და შემდეგ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს.

ასევე მსურს განვაცხადო, რომ ეს პროექტი უფრო მეტ საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივებს მოიცავს. პოსტკოვიდურ პერიოდში, როდესაც ჩვენ მიმართულები ვართ ვაქცინაციის პროცესზე, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ ციფრული ტრანზაქციების განხორციელება წარმატებულად იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე პანდემიისგან დაზარალებული საწარმოების მხარდასაჭერად საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მლნ ევროს მიიღებს.

როგორც ცნობილია, ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმდინარე წლის 11 მაისს მიიღო.