აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"დღეს ჩვენ ვდგამთ დამატებით ნაბიჯს მსოფლიოს დასახმარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ, სანამ პანდემია, რომელიც გლობალური მასშტაბით იზრდება არ კონტროლდება.
არცერთი ოკეანე არ არის საკმარისად განიერი და არც კედლებია საკმარისად მაღალი, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაიცვას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს.