ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი მიესალმება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ-მ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონი დოზა გაუზიაროს.
„მისასალმებელია პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და შეერთებული შტატების მიერ აღებული ვალდებულება, ღარიბი ქვეყნებისთვის 80 მილიონი დოზა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გაცემაზე. ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენს ერთგულებას გლობალური ჯანდაცვის მიმართ“, – წერს გებრეიესუსი Tweeter-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს.