ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო" დატოვა და პარლამენტში, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესვლას აპირებს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
"გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მე ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და ვუჭერ მხარს ამ მიმართულებით. თუმცა ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობით ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მე ამ შემთხვევაში მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა,რომელიც მე ვაწარმოე ამ დროის განმავლობაში, მაძლევს საფუძველს, რომ მე დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი. რა თქმა უნდა, ვერ წარმოვადგინო "ევროპული საქართველო",- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.