პაატა იმნაძე: 1-2 ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე და არც აცრის შემდეგ ნამდვილად არაა პრობლემა

"1-2 ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე და არც აცრის შემდეგ ნამდვილად არაა პრობლემა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აცრის დროს, დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

"დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, გინდა იყო აცრილი, გინდა არ იყო, მაინც არ არის მიზანშეწონილი, მითუმეტეს აცრის დროს, დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი იმუნური სისტემის პასუხს ხელს უშლის. მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლი არც აცრამდე, არც აცრის შემდგომ ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვიმეორებ, ყველამ თავისი ზომა იცის, 1-2 ჭიქას რომ ვამბობ, ზოგისთვის შეიძლება ესეც დიდი რაოდენობაა, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამავე თემაზე შეგიძიათ იხილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტება ვაქცინაციასა და ალკოჰოლს შორის კავშირზე.