რადიო თავისუფლებამ რუსეთს ევროსასამართლოში უჩივლა

რადიო თავისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის კანონები "უცხოელი აგენტების" შესახებ და მილიონობით დოლარის ოდენობის ჯარიმები, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

მედიაკორპორაციის მოსკოვის ბიუროს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი შარიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ცნობისთვის, 14 მაისს, მოსკოვში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. აღსრულების გადაწყვეტილება სასამართლოს 10 ვერდიქტის თაობაზე აღიძრა, მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდის ორთვიანი ვადა ამოიწურა. ჯარიმების საერთო თანხა 5 მილიონ რუბლს შეადგენს.