ენტონი ბლინკენი: "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს

"ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტში ჩართულ კომპანიისთვის (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ანგარიში წარუდგინა "ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის აქტის" (PEESA) შესაბამისად, რომელშიც ჩამოთვლილია ოთხი ხომალდი, ხუთი ორგანიზაცია და ერთი ფიზიკური პირი, რომლებიც ჩართულნი არიან Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაში. მათ შორის არის Nord Stream 2 AG-ი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნიგი. ანგარიშში იდენტიფიცირებული პირები სანქციებს ექვემდებარებიან, თუ ეს სანქციები არ გაუქმდება. ანგარიშში ჩამოთვლილი ოთხი გემი და დამატებით კიდევ 9 გემი, რომელიც ფედერალურ სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებას "საზღვაო სამაშველო სამსახურს" ეკუთვნის, ასევე ექვემდებარება სანქციებს. გარდა ამისა, დასკვნამდე მივედი, რომ შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია უარი თქვას სანქციების გამოყენებაზე Nord Stream 2 AG-ის, მისი აღმასრულებელი დირექტორისა და Nord Stream 2 AG-ის თანამდებობის პირების მიმართ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ბლინკენის განცხადებით, აშშ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის პროექტის დასრულებას ეწინააღმდეგება, რადგან ის ევროპის, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას შეასუსტებს.

"ჩვენი წინააღმდეგობა Nord Stream 2-ის გაზსადენის მიმართ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვთანხმდებით, ჩვენი კავშირები მტკიცეა და ჩვენი პოზიცია შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა,